დაპირისპირება ''ქართული ოცნების'' უმრავლესობაში

10 აპრილი 2018, 00:00 1833 ნახვა

დარჩება თუ არა გუნდში გედევან ფოფხაძე - ჯერ მხოლოდ ვერსიები ისმის.  თავად ფოფხაძეს ქართული ოცნების დატოვების მიზნით პროცედურები არ დაუწყია. მმართველ გუნდში, რომ პრობლემებია ამას უმრავლესობის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ეს იმ მასშტაბების არ არის, როგორც საზოგადოებამ გაიგო.

უმრავლესობის  კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ მათ ვისაც გედევან ფოფხაძის წასვლა უნდა ლოდინი დიდხანს მოუწევს. შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობაში ერთმანეთისგან განსხვავებულ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

ნაწილს მიაჩნია, რომ მიმდინარე პროცესებში პარლამენტის თავმჯდომარემ შემაკავშირებლის როლი უნდა იტვირთოს. 

ამავე კატეგორიაში