პრეზიდენტის საჯარო ლექცია ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრში

11 აპრილი 2018, 00:00 2290 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი აბუ დაბიში, ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრს ეწვია და ცენტრის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საქართველოსა და ემირატების პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ემირატების განვითარების ტემპს შთამბეჭდავი უწოდა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მეზობლებს და პარტნიორებს აძლევს. საქართველოს პრეზიდენტმა აბუდაბის სტრატეგიული კვლევების ცენტრის ბიბლიოთეკას  საჩუქრად ინგლისურ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი”''გადასცა.

ამავე კატეგორიაში