საერთო საცხოვრებელი საფრთხის ქვეშ?

11 აპრილი 2018, 00:00 2359 ნახვა

მწვანე კონცხზე სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ცხოვრება საფრთხის შემცველია-აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ასმათ დიასამიძის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ამჟამად 30-მდე სტუდენტი ცხოვრობს, შენობას კი საძირკველი ხის ტრანსპორტირების გამო დაუზიანდა. დიასამიძის თქმით, მათ ექსპერტიზის დასკვნაც მოითხოვეს თუ რამდენად უსაფრთხოა შენობაში ცხოვრება, შესაბამისი პასუხი ვერ მიიღეს.

დიასამიძე ხელისუფლებას მოუწოდებს სტუდენტები ახალი საერთო საცხოვრებლის აშენებამდე უსაფრთხო ალტერნატიულ შენობაში გადაიყვანოს.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, სპეციალისტები შენობის მდგრადობას შეისწავლიან. საჭიროების შემთხვევაში კი სტუდენტებს სხვაგან გადაიყვანენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში