‘’ზოოპარკის ადგილას საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება’’ – ბათუმის მერი

11 აპრილი 2018, 00:00 3478 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეა ბათუმის მერმა ზოოკუთხის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცენტრალურ პარკში, ზოოკუთხის ადგილას კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება.

‘’არავითარი მშენებლობები, არავითარი კორპუსები და საინვესტიციო გადაწყვეტილებები. დაგეგმილია მხოლოდ რეკრეაციული ზონის განვითარდება,’’ - თქვა ლაშა კომახიძემ პირდაპირ ეთერში.

მისივე განმარტებით იგეგმება ცენტრალური პარკის, როგორც საინტერესო და მიმზიდველი ობიექტის განვითარება.

‘’ჩემი ინიციატივით, რამდენიმე კვირის წინ, საკრებულოს სხდომაზე  ისტორიული განაშენიანების გეგმა დამტკიცდა, ცენტრალური პარკის ტერიტორია, ზოოკუთხის საზღვრების ჩათვლით ამ ზონაშია მოქცეული. ეს განზრახვა კი იმისა მანიშნებელია, რომ აქ საცხოვრებელი კორპუსები ვერ აშენდება,’’- განაცხადა ბათუმის მერმა.

ლაშა კომახიძე იხსენებს, რომ ზოოპარკის საკითხი, მისი უფლებამოსილების განხორციელების პირველივე დღეებში დადგა.განიხილებოდა ორი ვარიანტი, ადგილმონაცვლეობა და გაფართოება. მერი ირწმუნება რომ გადაწყვეტილება მოქალაქეების ჩართულობით მიიღეს.

‘’მნიშვნელოვანია ბათუმელი მოსახლეობის აზრი, მერიაში მუდმივად შემოდიოდა საჩივრები, რომ აწუხებდათ სუნი და ხმაური. ვიფიქრეთ რომ კარგი იქნებოდა ადგილმონაცვლეობა. გარდა ამისა მობინადრეები ცუდ პირობებში არიან, ტერიტორია განვითარების საშუალებას არ იძლევა’’ - ამბობს ლაშა კომახიძე.

​დღეს, საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ბათუმის ზოოკუთხე ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა. 

ამავე კატეგორიაში