გარე რეკლამის განთავსებისთვის წლიური საიჯარო საფასური გაიზარდა

12 აპრილი 2018, 00:00 2212 ნახვა

ქობულეთის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსებისთვის  წლიური საიჯარო საფასური გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია  დაიყო ლოტებად - მდინარე ჩაქვისწყლიდან მდინარე კინტრიშამდე ცენტრალურ გზაზე 1 კვ მეტრი ფართობის რეკლამის განთავსება 20 ლარით, კინტიშის ხიდიდან ქაქუთის მიმართულებით  15 ლარით, ხოლო ქალაქში აღმაშენებლის ქუჩისა და მისი ჩიხების  მიმდებარედ 12 ლარით განისაზღვრა.

აქამდე  მუნიციპალიტეტი  ტერიტორიებად დაყოფილი არ იყო და გარე რეკლამის სტანდარტული ფასი 11 ლარი იყო, საკრებულოში აცხადებენ, რომ ფასების ზრდა სარეკლამო ადგილებზე მოთხოვნის შესაბამისად  მოხდა, თუმცა რეკლამის განთავსებაზე აუქციონი უნდა გამოცხადდეს, რის შედეგადაც ფასი შესაძლოა შეიცვალოს.

ამავე კატეგორიაში