საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს ქედაში

13 აპრილი 2018, 00:00 2434 ნახვა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს ქედაში. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავენ. მათ შორისაა შპს ქედის „კომუნალსერვისისათვის" ნაგავმზიდისა და 70 ერთეული ნაგვის ურნის გადაცემის საკითხი.

დღესვე საკრებულოს წევრები განიხილავენ ქედის ყოფილი არქივის შენობის იჯარით გადაცემის საკითხს. შვიდი საკითხი დებულებებში ცვლილებების შეტანას ეხება, რომლებიც  ძირითადად ტერმინოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში