პრეზიდენტი - “ქართული ენა სახელმწიფოებრივი იდენტობის ფენომენია”

14 აპრილი 2018, 00:00 2268 ნახვა

"ერის იდენტობის შენარჩუნებისათვის ქართული ენის მნიშვნელობა განუზომელია."-ეს საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებია. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართულმა ენამ, განსაკუთრებული როლი შეასრულა რთულ რეგიონში მცხოვრები მცირერიცხოვანი ერისა და სახელმწიფოს გადარჩენის პროცესში, რის გამოც მისი თქმით  დღეს ქართული ენა სახელმწიფოებრივი იდენტობის განმაპირობებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ენის განვითარების ისტორიული პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ფარნავაზის დროს პირველი, ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ქართული დამწერლობისა და ანბანის შექმნასაც უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში