კონსულტაციები პრეზიდენტის დავალებით

15 აპრილი 2018, 00:00 1600 ნახვა

რა გავლენას მოახდენს სირიაში განვითარებული მოვლენები საქართველოზე. თემაზე უშიშროების საბჭო კონსულტაციების გამართვას იწყებს. როგორც დავით რაქვიაშვილი ამბობს, სწორედ კონსულტაციებით გამოვლენილ შედეგებზე იქნება დამოკიდებული მოიწვევს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს.

საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ სირიაში მიმდინარე კრიზისი ერთ-ერთი ეპიზოდია იმ გლობალური დაპირისპირების, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში