სოფლები ნაგვის ურნების გარეშე

15 აპრილი 2018, 00:00 2686 ნახვა

სოფლებ შავაბურსა და ხუნდაკაში ვიწრო სავალი გზის გამო ნარჩენების გამოსატანად მძიმე ტექნიკა ვერ შედის. შესაბამისად აქ ნაგვის ურნები არ დაუდგამთ. ქედის მუნიციპალიტეტმა 50 ათას ლარად სულ 70 ერთეული ნაგვის ურნა შეიძინა, რომელსაც კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში განათავსებენ.

იგეგმება ძველი ურნების შეცვლა მახუნცეთიში. შპს „ქედის კომუნალსერვისის“ მფლობელობაში უკვე ორი ერთეული გადამზიდი ტექნიკაა, რომელიც როგორც კომუნალსერვისის დირექტორი განმარტავს, მუნიციპალიტეტისთვის საკმარისია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში