განხეთქილება მმართველ გუნდში

15 აპრილი 2018, 00:00 2141 ნახვა

მიმდინარე კვირის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში,  მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება იყო. ორად გაყოფილი ქართული ოცნება და კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები, ყველაფერი კი, ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით დაიწყო. უფრო სწორედ ამ გადაწყვეტილებამ სააშკარაოზე გამოიტანა, ის რეალობა, რომელიც მმართველ გუნდშია და რაზეც მანამდე მხოლოდ კულუარებში საუბრობდნენ.

გედი ფოფხაძე იყო პირველი, ვინც თანაგუნდელებს ნინია კაკაბაძის მხარდაჭერისთვის უსაყვედურა, გაებუტა და უმრავლესობის შესაძლო დატოვების გადაწყვეტილებაც გააჟღერა. ეს ისტორია ამით არ დასრულებულა და უფრო მასშტაბური ურთიერთკრიტიკით გაგრძელდა - ფოფხაძეს კობახიძე, კობახიძეს კი დეპუტატების კიდევ ერთი ნაწილი დაუპირისპირდა. მოკლედ, როგორ დასრულდება ორთაბრძოლა, ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია, მაგრამ დემოკრატიის სტანდარტებით შეფუთული ეს   პროცესი, ისევ გრძელდება. 

ამავე კატეგორიაში