თურქეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს

16 აპრილი 2018, 00:00 2239 ნახვა

თურქეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა ელოდება რომ 11-12 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოების კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ეხება ასპირანტ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც. მისივე თქმით, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ამ სამიტისთვის მზადების საკითხი განიხილეს, რომელზეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ალიანსის შემდგომი გაფართოება იქნება.

,,თურქეთი ელოდება, რომ სამიტზე ნატოს ლიდერები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ ასპირანტი ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ალიანსთან დაახლოების კუთხით. თურქეთი მხარს უჭერს მაკედონიის, ბოსნია და ჰერცოგოვინასა და საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ამავე კატეგორიაში