შეხვედრა ძალადობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან

17 აპრილი 2018, 00:00 1741 ნახვა

შეწყალების პოლიტიკა გადასახედია – თანხმდება ყველა მხარე. სწორედ დახვეწის მიზნით, სასტიკი მკვლელობიდან მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემა შეაჩერა, დღეს კი თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.

თემა ოჯახში ძალადობაა, ცნობილია რომ არასამთავრობოთა ნაწილი ფემიციდის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევას მოითხოვს. სწორედ ქალზე ძალადობის შემდეგ, სხვა საქმეზე დაკავებული, მოგვიანებით კი შეწყალებული პირია ახალგაზრდა ქალის სავარაუდო მკვლელი.

სავარაუდო ბრალდებულს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მას 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში