პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება და გამოხმაურებები

17 აპრილი 2018, 00:00 1626 ნახვა

3 671 მსჯავრდებული – სწორედ ამდენი ადამიანი შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის საპრეზიდენტო ვადაში, აქედან კომისიის რეკომენდაციის გარეშე, პირდაპირი დისკრეციის ფარგლებში 233.

უმრავლესობა სრულად გათავისუფლდა, ნაწილს კი სასჯელი შეუმცირდა. სტატისტიკის გამო გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც. თემა აქტუალური იყო მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც, ადმინისტრაციის ცნობით სააკაშვილმა მის 2 ვადაში 35 ათასამდე მსჯავრდებული შეიწყალა.

არის თუ არა საქმე მხოლოდ შეწყალების ახლანდელ პოლიტიკაში? გიორგი გახარია აღიარებს რომ საკითხი მხოლოდ ამ სფეროს დახვეწით არ მოგვარდება, თუმცა ამასთან შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საგანგაშოა იმ დამნაშავეების რიცხვის ზრდა, რომლებმაც დანაშაული შეწყალების შემდეგ ჩაიდინეს. 

ამავე კატეგორიაში