პარლამენტი პრეზიდენტის საბოლოო სიტყვის მილოდინში

17 აპრილი 2018, 00:00 1908 ნახვა

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კრიტიკის ფონზე, სწორედ ამ დეპუტატების წინაშე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლო ანგარიშით რამდენიმე კვირაში წარსდგება.

პრეზიდენტი წელს პირველად, საკანონმდებლო ორგანოში ნაცვლად  საგაზაფხულო სესიის დასაწყისისა, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს,  სესიის მიწურულს მივა.

გადაწყვეტილება მარგველაშვილმა პარლამენტთან შეთანხმებით მიიღო. მმართველ პარტიაში უკვე საუბრობენ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივზე.პარლამენტში მისულ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებთან დებატები ექნება.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა სავარაუდოდ მის სამომავლო გეგმებსაც შეეხება - აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტისთვის კიდევ ერთხელ ბრძოლას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში