სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

18 აპრილი 2018, 00:00 2016 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ. დოკუმენტს სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური თავად წარადგენს. უწყების ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღსა და მასალების შესაძლო გავრცელებას. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს.

ანგარიშში უწყებამ ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეც. ასევე საუბარია ჰიბრიდული ომის ტაქტიკასა და მისი გამოყენების მექანიზმებზე. 

ამავე კატეგორიაში