ირანის კონსულმა აჭარაში დიპლომატიური მისია დაასრულა

18 აპრილი 2018, 00:00 2015 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე ირანის კონსულმა 3 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე.

აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში. საქართველოსა და ირანს შორის რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე მეგობრული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ირანის კონსულს მადლობის სიგელი გადასცა.

ამავე კატეგორიაში