პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი

19 აპრილი 2018, 00:00 1677 ნახვა

სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი იქმნება – საქმე ეხება შეწყალების საკითხს. შესაძლოა კომისია გაფართოვდეს და მას პრობაციის სამინისტროს წარმომადგენელი დაემატოს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეწყალების კომისიას მსჯავრდებულთან პირდაპირი გასაუბრების უფლება ექნება. შეწყალების მექანიზმის გადახედვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თბილისში 25 წლის ქალი მოკლეს, საქმეზე ბრალდებული კი შეწყალებული პირია.

დღეს კიდევ ერთი სიახლე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა: საქმე ეხება ელექტრონული სამაჯურების სისტემის დანერგვას, რითაც პოლიცია შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მაღალი რისკის შემცველ პირებს დისტანციურად გააკონტროლებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში