ნაციონალური მოძრაობა საკრებულოზე მერის დასწრებს ითხოვს

20 აპრილი 2018, 00:00 2182 ნახვა

ბათუმის საკრებულოს 2017 ბიუჯეტის ანგარიშს ბათუმის მერია წარუდგენს. ანგარიშს დეპუტატებს მერიის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი გააცნობს, რასაც ოპოზიციური პარტიის წევრები აპროტესტებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ 2017 წელი, საარჩევნო წელი იყო და ბიუჯეტი მმართველ გუნდს არჩევნებზე მორგებულად ჰქონდა დაგეგმილი, შესაბამისად ოპოზიციას კითხვები და პოლიტიკური შეფასებები აქვს, რაზეც პასუხს მერიის სამსახურის უფროსი ვერ გასცემს. 

დეპუტატმა საკრებულოზე ითხოვა შესვენება გამოცხადებულიყო და სხდომაზე ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მოეწვიათ. 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს სამი საკითხი განიხილება, დეპუტატები 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოისმენენ, ასევე, ბათუმის პირველი მერის, ლუკა ასათიანის სახელის საკრებულოს დარბაზისთვის მინიჭებაზე  იმსჯელებენ. დღესვე დეპუტატები მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებულ გეგმას გაეცნობიან და კენჭს უყრიან. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა კომახიძე სხდომაზე მისვლას არ აპირებს. 

 

 

ამავე კატეგორიაში