პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება - მესამე სექტორის შეფასება

20 აპრილი 2018, 00:00 2036 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს ეხმაურებიან. ცვლილებების თანახმად, პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და შესაბამისად მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს.

,,მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება ყოვლად გაუმართლებელია, ვინაიდან იგი გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთ პარტიაზე არის შეგნებულად მორგებული, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო სტანდარტს და შეზღუდული სახელმწიფო რესურსის არამიზანშეწონილად გამოყენების რისკებს ზრდის.” - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქამდე პარტია კვალიფიციური იმ შემთხვევაში ხდებოდა, თუკი იგი ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ-ერთში მაინც პროპორციული წესით მიიღებდა ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 3%-ს მაინც. 

ამავე კატეგორიაში