სოფელი ხიდის გარეშე - 20 ოჯახი დახმარებას ითხოვს

20 აპრილი 2018, 00:00 3242 ნახვა

ხშირად ვსაუბრობთ მოსახლეობაზე, რომლებსაც ეკოლოგიური პრობლემების გამო განსახლება სურთ, ახლა კი მოგიყვებით იმათზე რომლებსაც სოფელში დარჩენის სურვილი აქვთ, თუმცა ითხოვენ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. საუბარია ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაზე, სადაც 20-მდე ოჯახი გზისა და ხიდის კეთილმოწყობას ითხოვს.

მათი გარესამყაროსთან დაკავშირება ამინდთანაა დაკავშირებული, გვიყვებიან რომ წვიმაში ხიდი წყლით იფარება, გზაზე გადაადგილება კი შესაძლებელი მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა.

მოსახლეობამ პრობლემების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს უამბო. სოფო შავაძე მოგვიყვება რას დაჰპირდა მათ მთავრობა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში