საქართველო- პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეა

21 აპრილი 2018, 00:00 1457 ნახვა

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნება, დადგენილების პროექტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლონეთში ვიზიტისას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ასამბლეის შექმნა პარლამენტებს შორის თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანს. დადგენილების პროექტი დეპუტატებმა სესიაზეც დაამტკიცეს.

ამავე კატეგორიაში