აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ,,მაუწყებლობის შესახებ" კანონის ცვლილების რისკებზეა  საუბარი 

22 აპრილი 2018, 00:00 1641 ნახვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში ცალკე თავი საქართველოში სამოქალაქო თავისუფლების პატივისცემას დაეთმო. ანგარიშის სწორედ ამ ნაწილში მოხვდა პრესისა და მედიის თავისუფლების საკითხი. 2017 წლის შემაჯამებელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა ძალიან აქტიური იყო და აზრთა ფართო სპექტრს გამოხატავდა. თუმცა, სამი ტელეკომპანიის - „მაესტროს“, „იმედისა“ და „ჯი-დი-ეს”-ის გაერთიანებამ, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად მედიაპლურალიზმი შეამცირა და გაზარდა საზოგადოებაში აღქმა, რომ მედია სივრცე მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის კონცენტრირებული.

მოხსენების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც პარლამენტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა წარუდგინა, არხის რესტრუქტურიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობასთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. „აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა და წლის ბოლოს პრეზიდენტის მხრიდან თანხმობას ელოდება, გაზრდის არხის მენეჯმენტის ძალაუფლებასა და კორუფციის რისკებს და შეასუსტებს ბორდსა და თანამშრომლების დაცვის მექანიზმს“, - აღნიშნულია მოხსენებაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ 4 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში მთავრობისა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული პირების გავლენა იზრდება.

ამავე კატეგორიაში