საკანონმდებლო ცვლილებები

22 აპრილი 2018, 00:00 1649 ნახვა

პარლამენტი საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონ - პროექტზე მსჯელობს. ცვლილებებით რეგულირდება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა, გამოქვეყნება და მონიტორინგი.

ინიციატივით გაუქმდება 1000-ლარიანი ჯარიმა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  ასევე  თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში საიდუმლო გახდება ინფორმაცია თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა ნაწილზე. ინიციატივა დეპუტატ რევაზ არველაძეს ეკუთვნის.

ამავე კატეგორიაში