პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო არ გადაუხვევს შერიგების პოლიტიკის გზიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი

23 აპრილი 2018, 00:00 1678 ნახვა

"საქართველოს ​ კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზა აქვს არჩეული და მიუხედავად აგრესიისა, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება, ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენს მიმაღთულებას და გავაგრძელეთ შერიგების პოლიტიკას, რადგან ეს  გზა გადის საერთაშორისო სამართალსა და პრინციპებზე. მხოლოდ ამ გზის დაცვით არის შესაძლებელი კონფლიქტების დარეგულირება და მშვიდობის დამყარება, ამას უჭერს მხარს საერთაშორისო საზოგადოება," -  განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საპარლამენტო ანსაბლეას სემინარზე გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ იარაღი  ეკონომიკური განვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებლობების, მშვიდობისა და განვითარების შეთავაზებაა.

"ეს გარემო განსაკუთრებულ აურას ქმნის, ქმნის განწყობებს, რომელიც გვაძლიერებს და რომელსაც მივყავართ სწორი მიმართულებით - განვითარებისკენ, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეგობრისთვის, რომელებიც დაინტერესებულები არიან რეგიონში უსაფრთხოებითა და განვითარებით. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონები, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მძიმე მდგომარეობაში არიან და ურთულეს პირობებში არსებობენ მოქალაქეები. მათთვის ყველა ძირითადი უფლება შეზღუდულია და არ გააჩნიათ შესაძლებლობები, რაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. გვსურს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის" - განაცხადა ჯანელიძემ. 

ამავე კატეგორიაში