''ძალოვანი უწყებები აანონსებენ ნულოვან ტოლერანტობას'' - გიორგი მარგველაშვილი

23 აპრილი 2018, 00:00 3188 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შავი პროპაგანდა დაიწყო. ძალოვანი უწყებები კი ნულოვან ტოლერანტობას აანონსებენ.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნულოვანი ტოლერანტობის წარსულში დატოვება დიდი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა დათმოს.

‘’შავმა პიარმა არ უნდა დაგვაბრუნოს ჩვენ იმ პერიოდში, სადაც სახელმწიფოს პოლიტიკა ნულოვანი ტოლერანტობა იქნება, რადგან ამის ისტორიისთვის ჩაბარება ჩვენი მონაპოვარია. აღნიშნული პროპაგანდის ფარგლებში რა მივიღეთ? იქნა გაცხადებული, რომ ძალადობაზე საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა. ’’

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა ისეთი ტექსტები, რომელიც НКВД -ს ენას ძალიან გავდა​

‘’საუბრობდნენ ფრაზებით, მაგალითად როგორიცაა ‘’საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს უთხრის’’ და ა.შ. მაგრამ ახლა ათი დღის შემდეგ დავინახე, თურმე საჭიროა ძალადობაზე ნულოვანი ტოლერანტობა. თქვენ გესმით ეს ფრაზები, რომელიც ჩამოყალიბდა. ნულოვანი ტოლერანტობა გვიანონსებენ სამართალდამცავი ორგანოები. აღარ ვლაპარაკობ საბჭოთა ტექსტებზე. ეს იყო ის თემა, რისთვისაც წინა ხელისუფლებას 9 წლის  განმავლობაში ვაკრიტიკებდით, ყოველ შემთხვევაში მე. 6 წელია ჩვენ ამ საზოგადოებას ვამადლით, რომ ის ხალხი, ვისაც ნულოვანი ტოლერანტობა ჰქონდა, ხელისუფლებას მოვაშორეთ. მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიკური ფიგურები დაიწყებდნენ საუბარს ტერმინებით ‘’საქართველოში საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა’’. ერთ კვირაში პროპაგანდის მეშვეობით მოხერხდა იმის შეცვლა, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ''ყველა ციხეში'', ეს ერთი მომენტი იყო უცნაური,‘’ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში. 

სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე

ამავე კატეგორიაში