სიბოროტეა, როცა შენს წინააღმდეგაა რუსეთი და უშიშროების საბჭოს აუქმებ - საქართველოს პრეზიდენტი

23 აპრილი 2018, 00:00 2511 ნახვა

„ჩვენ თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით გავატარეთ რეფორმები, გაძლიერდა ქართული არმია და გაიზარდა შენაერთების კვალიფიკაცია, ეს ერთი ფაქტორი. ამავე ფონზე შევძელით და არ წამოვეგეთ რუსეთის პროვოკაციას. ესეც საკითხია, რადგან 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენები შესაძლოა  ჩვენთანაც ყოფილიყო. 5 წელიწადი სიმშვიდე იმ ფონზე, როცა ჩვენ ვზრდიდით შეიარაღებული ძალების უნარებს,  იყო მნიშვნელოვანი, თანაც მოვახერხეთ და ნატოს მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით“ - ამბობს პრეზიდენტი.

ამ მიღწევების მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში დგას.  

„ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის საკმარისი იმ გლობალური გამოწვევისთვის, რაც მსოფლიოში ხდება. ჩვენ გვაქვს ეს მიღწევები, მაგრამ აქ არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი, რომ სრულიად კატასტროფულია საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად უშიშროების საბჭოს გაუქმება. ეს იმდენად სიურეალისტურად ჟღერს, რომ ძნელად დასაჯარებელიც კია.

პრეზიდენტის განცხადებით, როცა ქვეყნის წინაშე დგას „ამხელა პრობლემა სახელად რუსეთი“  და აუქმებ უშიშროების საბჭოს, ეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ''რუსეთთან ზავი არ არის დადებული, ჩვენს გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება - ამ ვითარებაში კი უშიშროების საბჭოს გაუქმება კონსპირაციის მიღმა გაკეთებული სიბოროტეა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.  

ამავე კატეგორიაში