თურქეთის საკონსულოს განცხადება

24 აპრილი 2018, 00:00 3390 ნახვა

,,მუდმივ რეჟიმში ხდება ამ მოგონებების გამოყენება „გენოციდის“ აღიარებისა და სომეხთა საქმის შექმნის მიზნით. ამასთან, გენოციდის საკითხზე ყურადღების გამახვილება არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ სომხებმა დიდი ტკივილი განიცადეს და ბევრი ადამიანი დაკარგეს. მაგრამ თურქების დაღუპვაზე თვალის დახუჭვა და სომხების მიერ განცდილის დაჟინებით გენოციდად შეფასება, არც დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემაა და არც ისტორიულ ჩანაწერებს ასახავს სწორად.”-ნათქვამია წერილში რომელიც თარიღთან დაკავშირებით ბათუმში თურქეთის საკონსულომ გაავრცელა.

მასში აღნიშნულია, რომ საჭიროა თურქი და სომეხი მეცნიერებისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ერთობლივად შეისწავლოს 1915 წლის მოვლენები თურქეთში, სომხეთსა და მესამე ქვეყნებში არსებულ არქივებში. აღნიშნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს ორივე მხარეს უფრო კარგად და სამართლიანად გაიგოს ეს ტრაგიკული პერიოდი.

ამავე კატეგორიაში