''რეპორტიორები საზღვრებს გარეშე'' მედიის თავისუფლების 2018 წლის ინდექსს აქვეყნებს

25 აპრილი 2018, 00:00 2531 ნახვა

ორგანიზაცია ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მედიის თავისუფლების 2018 წლის ინდექსს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა და 61-ე პოზიციაზეა. ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი ჟურნალისტების მიმართ მზარდ მტრულ დამოკიდებულებას ასახავს. ავტორების შეფასებით, საქართველოში მედია არის პლურალისტული, მაგრამ ჯერ კიდევ პოლარიზებული. ბოლო წლების რეფორმებმა მედიის საკუთრების გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის მდგომარეობის გაუმჯობესება აჩვენა“, – წერია დასკვნაში.

„მთავარი ოპოზიციური არხის „რუსთავი 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში ჟურნალისტების მიმართ მუქარის შემთხვევებზე საუბრობს. ავტორები ყურადღებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ამახვილებენ. „საქართველო მეზობელი ქვეყნებიდან დისიდენტებისთვის თავშესაფარს წარმოადგენდა. ამიტომ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებამ, სხვა ქვეყნებში გახიზნული პირების საზოგადოებაში, დიდი რეზონანსი გამოიწვია. ის ვითარებაში აზერბაიჯანში, პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა, სადაც მოგონილი ბრალდებებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს გამოძიებამ მუხთარლის გატაცებაზე გონივრული ახსნა-განმარტების გაკეთება ამ დრომდე ვერ შეძლო“, – ნათქვამია კვლევაში. ორგანიზაციის პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსში აზერბაიჯანი 163-ე, სომხეთი მე-80-ე, რუსეთი-148-ე, თურქეთი – 157-ე, ხოლო უკრაინა 101-ე ადგილზეა.

ამავე კატეგორიაში