უმასპინძლებს თუ არა ზამთრის ოლიმპიადა 2030 საქართველო?

25 აპრილი 2018, 00:00 2413 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნავალ ელ მუტავაკელმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს 2030 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან დაკავშირებით. 

"განვიხილეთ თქვენი წინადადება - 2030 წლის პერსპექტივაში საქართველომ ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს. საქართველო გმირების ქვეყანაა და ოლიმპიურ თამაშებზე ყოველთვის მაღალი რანგის სპორტსმენებით არის წარმოდგენილი. ვფიქრობ, სწორი დროა თქვენი სურვილის გასაჟღერებლად. მივესალმებით თქვენს წინადადებას. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისმა ღირსეულად უმასპინძლა 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" განაცხადა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა. 

ნავალ ელ მუტავაკელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთს შეხვდა.

კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ, მთის კურორტების განვითარების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესწავლად საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალური ჯგუფის გამოგზავნა, რის შესახებაც გადაწყვეტილება თომას ბახმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მიიღო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისკენაც დიდი ძალისხმევაა მიმართული. ითქვა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა უკვე შეისწავლეს.

ამავე კატეგორიაში