სტოლტენბერგი: მივესალმებით საქართველოს პროგრესს

26 აპრილი 2018, 00:00 1191 ნახვა

ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებს - იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე საქართველოსა და ჩრდილოანტალნტიკური ალიანსის ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრა.  

„მივესალმებით საქართველოს პროგრესს ალიანსის წევრობასთან მიმართებით და ვიმედოვნებ, რომ სამიტი ამ პროგრესს აღნიშნავს. ჩვენ გვაქვს საერთო საწვრთნელი და საგანმანათლებლო ცენტრი, მხარს ვუჭერთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა საქართველომ განავითაროს საკუთარი სამხედრო ძალების მომზადება, ვეხმარებით რეფორმების დანერგვაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

აღნიშნა, რომ არა მხოლოდ ნატო უჭერს მხარს საქართველოს, არამედ საქართველოც დიდ დახმარებას უწევს ნატოს. „საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც დიდი რაოდენობით სამხედრო ძალით უზრუნველყოფს ჩვენს „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ავღანეთში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ხვალ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით ნატოს მინისტერიალი გაიმართება.

ამავე კატეგორიაში