ხანძარი კობალთის ტყეში

26 აპრილი 2018, 00:00 3159 ნახვა
შუახევში, სოფელ კობალთაში ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს - აცხადებენ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში. ხელმძღვანელის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო ადგილი მიუვალია და ცეცხლის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება. ამის გამო ადგილზე რჩებიან მეხანძრე მაშველები და მეტყევეები. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში სულ 3 სამაშველო ეკიპაჟი და 3 სახანძრო ავტოცისტერნა მონაწილებოდა. ადგილზე სულ 30 მეხანძე-მაშველი იყო მობილიზებული. სოფელ კობალთაში, ხანძარი დღის საათებში გაჩნდა და დაახლოებით ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში