ბრიფინგი ცესკოში

28 აპრილი 2018, 00:00 1642 ნახვა

60-ივე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე, პროცედურული დარღვევების გარეშე გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, პროცესში ჩართულ ყველა მხარეს კი სთხოვს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ამომრჩევლებს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემათ. არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება.

არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504, ასევე საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.  დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
 

ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ამავე კატეგორიაში