''ევროპული საქართველოს'' კრიტიკა

28 აპრილი 2018, 00:00 1531 ნახვა

ევროპული საქართველოს შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატებს მუშაობას უწუნებს. მირზა თურმანიძის თქმით დეპუტატებმა მიწის რეგისტრაციის გამარტივების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. იგი მოსახლეობის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ტერიტორიის დაკანონებას ითხოვს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კანონში ცვლილების შეტანის მიზნით საკითხი ბიუროს სხდომაზე დააყენა.

შუახევის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე, ფატი ჭაღალიძე განმარტავს, რომ პროცედურებში ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ  საქართველოს პარლამენტს აქვს. 

ამავე კატეგორიაში