ლუკაშენკოს განცხადების საპასუხოდ

28 აპრილი 2018, 00:00 2459 ნახვა

"საქართველოსთვის არსებობს წითელი ხაზები და ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამ ფუნდამენტურ საკითხებზე გადის.

ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს" - ეს გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას. ინფორმაცია “მთავართან” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა დაადასტურა.

როგორც აცხადებენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად,საუბარი შეეხო რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. სადაც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა გულისწყრომა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს.

მაშინ, როდესაც რუსეთს ამის ყველანაირი ბერკეტი გააჩნდა. გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს ისიც უთხრა, რომ მისი ბებია იყო რუსი და დღემდე საქართველოში ბევრი შერეული ოჯახია. 

ამავე კატეგორიაში