ცესკოს წინასწარი მონაცემები

29 აპრილი 2018, 00:00 1810 ნახვა

57.86% გივი ჭიჭინაძეს, ხოლო 38.38% გიგი უგულავას. ასეთია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 საჩივარი დარეგისტრირდა.

ყველა საჩივარი პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს შეეხება. ამომრჩევლების აქტივობა კი 57,9% იყო. დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა: „საქართველო“, გიორგი ლილუაშვილი 0.46%; „ტრადიციონალისტები“, ზურაბ ქართველიშვილი – 0.22%; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, მამუკა ტუსკაძე – 1.47%; საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა), ვასილ კოპალიანი – 1.61%.

ამავე კატეგორიაში