დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქობულეთში

29 აპრილი 2018, 00:00 1758 ნახვა

საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი ქობულეთში დაკეტილია, ნაწილი კი დაზიანებული.  პლაჟთან  ახლოს მდებარე ტუალეტებში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ონკანი და წყლის მილები.

მათ მოსაწესრიგებლად ქობულეთის მერი ბიუჯეტის კორექტირებას ელოდება. მირიან ქათამაძე ამბობს ,რომ ფინანსური დოკუმენტის ცვლილებისას საპირფარეშოების გასარემონტებლად თანხები გამოიყოფა. მერმა სანაპირო ზოლში ეკო საპირფარეშოების განთავსებაც დაანონსა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში