40 წელი სცენაზე - თემურ ქორიძის შემოქმედებითი საღამო

29 აპრილი 2018, 00:00 2143 ნახვა

მოცეკვავისა და ქორეოგრაფის- თემურ ქორიძის მოღვაწეობის 40 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.  აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა,, არსიანმა’’ 15 საცეკვაო  და 2 მუსიკალური ნომერი შეასრულა.

,,საქართველოს ქორეოგრაფიულმა კავშირმა’’ კი თემურ ქორიძე  ქორეოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ,, ბრწყინვალების ორდენით’’ დააჯილდოვა. იგი  წლების განმავლობაში სუხიშვილებისა და ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე , ასევე აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. დღეს თემურ ქორიძე ანსამბლი “არსიანის” დირექტორის მოადგილეა.  

ამავე კატეგორიაში