საია არჩევნების მიმდინარეობას აფასებს

29 აპრილი 2018, 00:00 1734 ნახვა

ვანსა და ხონში კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საიას ხელმძღვანელმა. სულხან სალაძის თქმით პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა კი გადასატან ყუთს უკავშირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% – იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია.სულხან სალაძის თქმით, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას.საია-ს შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.

ამავე კატეგორიაში