გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს წარდგება

30 აპრილი 2018, 00:00 2144 ნახვა

პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების ფორმატი, სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება. რეგლამენტი პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის ორგვარ ფორმატს ითვალისწინებს - ერთი, როცა სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნასთან სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან და მეორეა, პოლიტიკური დებატების ფორმატი.

პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევათ. ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს 15-15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10-10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს წარდგება. არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში ეს იქნება მისი ბოლო მოხსენება.
 

ამავე კატეგორიაში