''ქართული ოცნება'' მუნიციპალიტეტებში ახალ თავმჯდომარეებს ირჩევს

30 აპრილი 2018, 00:00 2709 ნახვა

პარტია ქართული ოცნების ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ხულოს მერი გოჩა მელაძე აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ყოფილი გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე შეცვალა.   პარტიულ კონფერენციაზე ბიუროს შემადგენლობაც დაკომპლექტდა. ბიუროს წევრებად თამილა დეკანაძე, თამაზ აბაშიძე, ნოდარ მიქელაძე, ემზარ აბულაძე და სერგო მახარაძე აირჩიეს.

სხდომას დეპუტატები და აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს შუახევშიც. თავმჯდომარეობა შუახევის მერმა გადაიბარა. მანამდე პარტიას საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე ხელმძღვანელობდა. შუახევის პარტიის ორგანიზაციის კონფერენციაზე, დეპუტატებმა ბიუროს ხუთი წევრი აირჩიეს. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში