სტიქია შუახევში

08 ივლისი 2016, 00:00 4100 ნახვა

გარესამყაროს მოწყვეტილი 320 და ევაკუირებული 5 ოჯახი შუახევში. მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. უჩამბის ხეობაში მდინარე გუდნისწყლის ადიდებამ დროებით აღდგენილი ხიდი კვლავ წაიღო. საფრთხის ქვეშაა, რამდენიმე ოჯახი და ინფრასტრუქტურა. სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან შუახევის გამგეობის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გამგეობაში, საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამავე კატეგორიაში