გეოლოგებმა 500 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს

02 მაისი 2018, 00:00 2329 ნახვა

4 თვის განმავლობაში ხულოს სოფლებში გეოლოგებმა 500-მდე ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. აღნიშნულმა ოჯახებმა საცხოვრებლების და მიწის ნაკვეთების შესასწავლად მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს. ამ დროისთვის უცნობია რამდენ ოჯახს მიენიჭება ეკომოგრანტის სტატუსი.

მერიაში განმარტავენ, რომ სტატუსის მინიჭების შემდეგ ოჯახები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩაერთვებიან. გასულ წელს ეკომიგრანტის სტატუსი ხულოში 250 ოჯახს მიენიჭა, მათგან ნახევარზე მეტი „ეკომიგრანტთა საცხოვრისის უზრუნველყოფის„ პროგრამაში ჩაერთო.

ამავე კატეგორიაში