აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია თელავის უნივერსიტეტში

02 მაისი 2018, 00:00 2042 ნახვა

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ –მასწავლებლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. აჭარის, როგორც ოთხ სეზონზე დასასვენებელი ტურისტული ადგილის პოპულარიზაცია დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო.

უნივერსიტეტის შესასვლელი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების, სამთო - საზღვაო ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული სერვისების ამსახველი ფოტოებითა და ბანერებით გაფორმდა. სტუდენტები თემატურ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებმა ზაფხულის ფესტივალზე დასასწრები სამდღიანი საგზური მოიგეს. თელავის შემდეგ აჭარის პოპულარიზაცია პირველ ეტაპზე თბილისში, ქუთაისსა და სამცხე-ჯავახეთში გაიმართება.

ამავე კატეგორიაში