ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შუახევის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

03 მაისი 2018, 00:00 2290 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შუახევის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძე ირწმუნება, რომ მერია უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არ აკონტროლებს. ზოიძის განმარტებით, ხიჭაური-შუახევის საავტომობილო გზაზე გარე განათების მონტაჟისთვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბოძები უხარისხოდ დაამონტაჟა.

მერის მოადგილე ადასტურებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით არ შესრულდა, თუმცა აცხადებს, რომ პროცესს აკონტროლებენ. ინდმეწარმეს გამაფრთხილებელი წერილიც გაუგზავნეს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 73 ბოძის დამონტაჟებისთვის 37 ათას 700 ლარი დაიხარჯება. 

ამავე კატეგორიაში