საპროტესტო აქცია კვირიკეში

03 მაისი 2018, 00:00 2511 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები მოქალაქეები კარიერზე წარმოებულ აფეთქებებს აპროტესტებენ, ამბობენ რომ კლდეზე ჩატარებული სამუშაოები საფრთხეს უქმნის სოფელს. ამასთან ბოლო პერიოდში წყლის პრობლემა შეიქმნა, მძიმე ტვირთის გადაზიდვის გამო კი, ადგილობრივების თქმით ზიანდება სამანქანე გზა.

კირქვის მოპოვებაზე ლიცენზია გაცემულია, ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან რომ ამას საფუძვლად გეოლოგიური დასკვნა უდევს. პროცესის კონტროლი კი წიაღის ეროვნულ სააგენტოს ევალება.

რას აკეთებენ სახელმწიფო უწყებები კვირიკეში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად და რა რისკებზე საუბრობს დამოუკიდებელი გეოლოგი? 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში