პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა

04 მაისი 2018, 00:00 2420 ნახვა

ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში დამტკიცებულია. გაზრდილია უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო უფლებამოსილება, ასევე ცვლილების თანახმად გაფართოვდა სფეროები, რომლებშიც რეგიონს სამინისტროს შექმნა შეუძლია.

ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ თქვა რომ ასეთი შესაძლოა იყოს ტურიზმის მიმართულება. ცნობისთვის, ცვლილებების თანახმად მთავრობას აღარ აქვს უფლება ჰქონდეს დეპარტამენტი, არსებული უწყებები უნდა ჩამოაყალიბოს არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსით, ან სამინისტროდ გადააკეთოს. ემზადება თუ არა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამინისტროდ გადაკეთებისთვის? 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში