ფიქრია ჩიხრაძე: ''მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა''

04 მაისი 2018, 00:00 1923 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისაკენ მოუწოდებს. ამბობს რომ სხვა შემთხვევაში, გამოჩნდება რამდენად უპასუხისმგებლო განცხადებებს ისმენს საზოგადოება, რომლის გაკეთების შემდეგაც მათ არ აქვთ უნარი საქმეს ბოლომდე მისდიონ და მიმართონ შესაბამის უწყებებს.

მანამდე პოლიტიკურმა მდივანმა პროკურატურისგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ჩიხრაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ უპასუხეს ფიქრია ჩიხრაძეს მმართველ გუნდში. მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პოლიტიკურ შეფასებებს არგუმენტირებული პასუხები უნდა გასცეს.

მდინარაძე ამბობს, რომ შეწყალებებზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასება იყო. იმპიჩმენტის საკითხს ჯერ უმრავლესობაში არ გამოხმაურებიან.

ამავე კატეგორიაში