აჭარის ახალი კონსტიტუციური კანონი რამდენიმე კვირაში ამოქმედდება

05 მაისი 2018, 00:00 1651 ნახვა

აჭარის ახალი კონსტიტუციური კანონი რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად მომავალ კვირას გადაუგზავნის. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ იგი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება და ძალაში შევა.  ცვლილებით რეგულირდება უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის უფლებამოსილება.

მთავრობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით წარდგება. ასევე მთავრობას ენიჭება უფლება შეამციროს ან გაზარდოს სამინისტროთა რაოდენობა. პარლამენტში აჭარის დეპუტაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შესაძლოა ახალი  სამინისტრო ტურიზმის მიმართულებით შეიქმნას.  აჭარის ახალი კონტიტუციური კანონი პრეამბულის, 5 თავისა და 28 მუხლისაგან შედგება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში