ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

05 მაისი 2018, 00:00 2374 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში,  ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი  ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ ბათუმში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შემთხვევის ადგილის ახლოს მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა მისი  შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში