„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

06 მაისი 2018, 00:00 2266 ნახვა

პარტია “ევროპული საქართველო” შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიმდებარედ, იქ სადაც 2004 წლის 6 მაისს მოვლენები ვითარდებოდა, სკვერისთვის ან ქუჩისთვის რევოლუციასთან დაკავშირებული სახელის მინიჭებას ითხოვს.  ამ საკითხის ინიცირებას ისინი საკრებულოში აპირებენ. 

მათი განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 6 მაისის პარკს სახელი შეუცვალა და რეგიონში აღარ შემორჩა  ადგილი, რომელიც სიმბოლურად ამ მნიშვნელოვან თარიღთან იქნება დაკავშირებული. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ცენტრალური პარკი ოფიციალურად 6 მაისის სახელს არ ატარებდა და მას სიმბოლურად მოიხსენიებდნენ. პარკს მათივე განმარტებით, სახელი რამდენჯერმე შეეცვალა, ბოლოს მას ოფიციალურად მოსწავლე ახალგაზრდობის სახელობის პარკი ერქვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში